ჩვენი გუნდი ღვინის მოყვარულებისგან შედგება. კომპანიის დაარსებაც ღვინის ინდუსტრიისადმი დიდ გულშემატკივრობას უკავშირდება; დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ ქართველ მეღვინეებს სჭირდებათ არა მხოლოდ ხარისხიანი ტექნიკის მიმწოდებელი, არამედ სანდო და საიმედო პარტნიორი, რომელიც შესაბამისი სერვისებითაც უზრუნველყოფს.
სწორედ ამიტომ, ევროპის ქვეყნებიდან მევენახეობა-მეღვინეობისთვის საჭირო ტექნიკისა და დამხმარე საშუალებების იმპორტი დავიწყეთ. პარალელურად, ჩვენს მომხმარებლებს სრულ სერვისს ვთავაზობთ, რათა გავამარტივოთ მათი ყოველდღიური საქმიანობა და ასევე, დავეხმაროთ ხარისხის გაუმჯობესებაში. გვჯერა,რომ ქართული ღვინის ინდუსტრიის მიმართ უწყვეტი მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდ წარმატებამდე მიგვიყვანს.
- სიღრმისეული ცოდნა: ჩვენს გუნდს აქვს საქართველოში საჭიროღვინის ტექნიკისა და დამხმარე საშუალებების შემოტანისექსპერტული ცოდნა და წლების გამოცდილება.
- ინოვაცია: უწყვეტი განვითარების ერთადერთი გზა ინოვაციებისდანერგვაა. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს პარტნიორებს, გაიმარტივონყოველდღიური საქმიანობა და გააუმჯობესონ ხარისხი ინოვაციურიტექნოლოგიებისა, თუ მიდგომების გამოყენებით.
- სანდო პარტნიორი: ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ უფრო მეტი, ვიდრეუბრალოდ პროდუქციის, თუ სერვისის მიმწოდებელი. ჩვენ გვინდა,ვიყოთ კარგი პარტნიორი და კარგი მეგობარი, რომელსაცდაეყრდნობით, რჩევას ჰკითხავთ და გეცოდინებათ, რომ თქვენსგვერდით არის, განვითარების ყოველ ეტაპზე.
- ზრუნვა: ჩვენ გულწრფელად გვადარდებს ჩვენი კლიენტებისწარმატება, შესაბამისად, ნებისმიერი აქტივობა ზრუნვისგამოხატულებაა და არა უბრალოდ ვალდებულება. ყურადღებითვუსმენთ მათ საჭიროებებს და ვიცით, როგორ შეგვიძლიადავეხმაროთ მათ სრული პროცესის განმავლობაში.
- წარმატების გაზიარება: ჩვენ ერთად აღვნიშნავთ ჩვენიკლიენტების წარმატებებს. გვჯერა, რომ მათი მიღწევებისმონაწილეები ვართ და გულწრფელად ვიზიარებთ ამ სიხარულს.
ჩვენ ქართული ღვინის დიდი გულშემატკივრები ვართ და გვინდა, რომეს დარგი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. ამისათვის კი ტექნოლოგიური და ინოვაციური მიდგომების მხარდაჭერა აუცილებელია. გვჯერა, რომ ცოდნისა და რესურსების გაზიარებით ამას ნამდვილად მივაღწევთ.
ჩვენი მისიაა, მხარი დავუჭიროთ ღვინის მწარმოებლებს სწორი ტექნოლოგიური რჩევებითა და ინვენტარით იმისთვის, რომ გავუმარტივოთ საოცარი ღვინოების შექმნის პროცესი.





