
Penny - მცურავი ღვინის ტაბლეტები, ბრკის თავიდან ასაცილებლად
უკან არ მიიღება
GEL227.00
Penny - მცურავი ღვინის ტაბლეტები, ბრკის თავიდან ასაცილებლად
ღვინის ზედაპირსა და ავზის თავახურს შორის მოქცეული ჰაერი იდეალური წყაროა მიცეტური მიკროფლორის განსავითარებლად, რაც ღვინის ბრკის წარმოქმნით სრულდება. ეს პროცესი საბოლოოდ სრულიად აფუჭებს ღვინოს, მჟავიანობის მომატებითა და ზოგჯერ აძმარებითაც კი. ალილ იზოთიოციანატი (Allyl isothiocyanate, AITC) ავლენს მჟანგველი საფუვრების დათრგუნვის შესანიშნავ უნარს. Penny-ის ტაბლეტები ხელმისაწვდომია სამ განსხვავებულ ფორმატში.
• Penny Damigiane: შედარებით პატარა ჭურჭლისათვის, მაგრამ 20 ლიტრზე მეტი.
• Penny Fusti: საშუალო ზომის ჭურჭლისთვის.
• Penny Vasche: დიდი ზომის ჭურჭლისათვის.
შემადგენლობა: მყარი პარაფინი და ალილ იზოთიოციანატი.
დანიშნულება: მჟანგველი საფუვრებისა და ბრკის გავრცელების პრევენცია.
დოზა:
• Penny Damigiane: 1 ტაბლეტი - უნდა შეიცვალოს 2-3 კვირაში.
• Penny Fusti: 1-2 ტაბლეტი - უნდა შეიცვალოს 15-20 დღეში.
• Penny Vasche: 1-2 ტაბლეტი - უნდა შეიცვალოს 15-20 დღეში.
აირჩიეთ რაოდენობა