
გასაფილტრი ავზი
GEL1.00
თეგი:
გასაფილტრი ავზი გამოიყენება ტკბილში ალაოს შეტივტივებული ნაწილაკების და სითხის გასაცალკევებლად. გასაფილტრი ავზის მუშაობის პრინციპი ემყარება გაცრას. ავზს, შიდა მხრიდან, შუა ნაწილში ყოფს უჟანგავი ფოლადის პერფორირებული ზედაპირი, რომელიც ასრულებს საცერის ფუნქციას. მასზე რჩება ალაოსგან დარჩენილი მყარი ნაწილაკები, ხოლო ქვევით ჩაიღვრება გაფილტრული სითხე. გარდა ამისა, ავზი შედგება უჟანგავი ფოლადის მბრუნავი „მკლავებისგან“, რომლებიც დამაგრებულია ცენტრალურ ღერძზე. „მკლავები“, როგორც წესი, არის ტალღოვანი ფორმის, რათა უკეთ იმოძრაოს საცერის ზედაპირზე, გააფხვიეროს მყარი ნაწილაკები და გაატაროს სითხე. მეტი ექსტრაქციისთვის ავზი აღჭურვილია წყლის გასაშხეფებლებით, რათა მეტად გაიჟღინთოს მარცვლეული და გაიზარდოს შაქრის კონცენტრაცია სითხეში.
ხელმისაწვდომი მოცულობა: 12-147 ჰლ.
ხელმისაწვდომი მოცულობა: 12-147 ჰლ.
აირჩიეთ რაოდენობა