გარბელოტოს ისტორია 1775 წელს დაიწყო, როდესაც ჯუზეპე გარბელოტომ გახსნა ხის სახელოსნო, სადაც, ასევე, აწარმოებდა ღვინის შესანახ კასრებს. საბოლოოდ, მან კომპანია გადასცა თავის ვაჟს, პიეტროს და ძმიშვილს, აუგუსტო ემილიოს.
1865 წელს, გარბელოტოს კასრები პირველად გავიდა ექსპორტზე ჩინეთში, ხოლო ბიზნესმა დიდი ნახტომი 1903 წელს გააკეთა, როდესაც დაევალა ავსტრიის უკანასკნელი იმპერატორის, კარლ ჰაბსბურგელის მეუღლის, იმპერატრიცა ზიტა ბურბონ-პარმას ღვინის მარნის განახლება.
საწარმო ორივე მსოფლიო ომს მოესწრო, მოუწია დაშლა და რეკონსტრუქცია. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მალევე დაიწყო მისი აღდგენა. 1982 წელს კომპანიას დიდი ბიძგი მისცა გალოს ოჯახის უზარმაზარმა შეკვეთამ აშშ-ში. გალოს ოჯახის მეღვინეობა ემზადებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ღვინის საწარმოს ასაშენებლად. მათ გარბელოტოს 166 ჰლ მოცულობის 712 ცალი კასრი შეუკვეთეს.
2010 წელს გაბელოტო პირველად შევიდა გინესის რეკორდების წიგნში. მათ დაამზადეს ჰორიზონალური 34-ტონიანი შესანახი კასრი Magnifica. ამის შემდეგ, 2011 წელს გაიხსნა „დიდი სიმძლავრის განყოფილება“, რომელიც გამოიყენება დიდი კასრების ეკონომიური წარმოებისთვის.
ამ განყოფილებამ „Acetum“ ჯგუფს მიაწოდა 80 ცალი 800 ჰლ და 40 ცალი 400 ჰლ მოცულობის ვერტიკალური შესანახი მუხის კასრები.
2013 წელს გარბელოტო მეორედ შევიდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში.
2013 წელს გარბელოტო იწყებს უდინეს უნივერსიტეტთან ერთად კვლევებს და აპატენტებს ტექნოლოგიებს NIR (Near Infra Red) და DTS (Digital Toasting System), რისი მოდიფიცირებაც ხდება ხელოვნურ ინტელექტთან შერწყმით 2019 წელს. აღნიშნული ინოვაცია ნიშნავს 100%-ით გარანტირებულ ხარისხს. შერჩეული მასალა და გამოწვის ტიპი იძლევა იმ სტაბილურ შედეგს, რაც განსაზღვრულია ტექნოლოგიურად.
გარბელოტოს ყველა კასრი დამზადებულია ფრანგული მუხისგან. მუხის ტყეების უმრავლესობა განთავსებულია ცენტრალურ საფრანგეთში, ძირითადი პროდუქცია მზადდება Quercus Petraea და the Quercus Pedunculata-ს მუხის ჯიშებისგან. გარბელოტო, მუხის გარდა, აწარმოებს ალუბლის (Prunus Avium e P. Cerasus), აკაციის (Robininia Pseudoacacia), იფანის (Fraxinum Excelsior) და წაბლის (Castanea Vesca) კასრებს. ასევე, სურვილისამებრ, კასრის დამზადება შესაძლებელია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მასალის შერევით.
დღევანდელი მონაცემებით გარბელოტოში მუშაობს 80 თანამშრომელი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან კასრების დამზადებაზე. მთავარი საწარმო განთავსებულია იტალიაში, ქალაქ ვენეტოში, სადაც წელიწადში 100,000 ჰლ ტევადობის პროდუქცია მზადდება. კომპანია წარმოდგენილია 5 კონტინენტზე.
NIR & DTS ინფრაწითელი სხივებით ანალიზი და ციფრული გამოწვის ტექნოლოგია
NIR ტექნოლოგიით ხდება თითოეული ტკეჩის გატარება ინფრა-წითელი სხივების ქვეშ და ხდება არომატული და სტრუქტურლი შემადგენლობის გაანალიზება ონლაინ რეჟიმში.
NIR ტექნოლოგიის დახმარებით პროდუქცია შეგვიძლია დავყოთ 4 კომერციულ კატეგორიად:
სტრუქტურული (Structure): ახასიათებს სტრუქტურული თვისებები. კასრი შედგება ისეთი ტკეჩებისგან, რომლებიც ხასიათდება ტანინისა და ელაგო-ტანინების მაღალი შემცველობით. ღვინო იძენს სტრუქტურას და სხეულს.
ტკბილი (Sweet): ახასიათებს ტკბილი ტონები. გამოიყენება ისეთი ტკეჩები, რომლებიც ხასიათდება ვანილინისა და ფურფურულის მაღალი შემცველობით.
სანელებელი (Spice): ტკეჩები გამოირჩევა მაღალი ლაქტონისა და ევგენოლის შემცველობით და ღვინო იძენს სანელებლების ტონებს.
დაბალანსებული (Equilibrium): ამ შემთხვევაში არ არსებობს დომინანტური ხასიათი. ღვინო იძენს გემოს, რომელიც არის ზემოთ აღნიშნულის ნაზავი და არის კარგად დაბალანსებული.
NIR ტექნოლოგიის წყალობით ხდება ერბაცეას მარკერის იდენტიფიცირება, რაც იწვევს „სიმწარეს“, რომელიც, დიდი რაოდენობით არსებობის შემთხვევაში, არ ქრება მრავალი წლის დაძველების შემდეგაც კი. ამიტომაც ხდება ამ ტიპის მუხის მოშორება.
მეღვინის განკარგულებაშია ბიბლიოთეკა, ბაზა, რომელშიც სხვადასხვა არომატული კონცენტრაციის მუხებია დასორტირებული. მეღვინეს შეუძლია შეუკვეთოს გარანტირებული არომატული და სტრუქტურული პროფილის კასრები.
DTS ტექნოლოგია გამოწვის პროცესში.
მუხის შერჩევის დროს მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი მისი გამოწვის ხარისხია, რომლის დიაპაზონიც 170-180-200 გრადუსზე მერყეობს. გამოწვის ხარისხსა და ტემპერატურაზე არის დამოკიდებული არომატის ინტენსივობა და ტიპი. მსუბუქი გამოწვისთვის დამახასიათებელია თამბაქოს, ვანილის, ქოქოსის ტონები, ხოლო ძლიერი გამოწვა აპროვოცირებს კვამლის, შოკოლადის, სანელებლებლების მკვეთრ არომატებს.
თუ გამოწვის დროს ტკეჩები ერთგვაროვნად და თანაბრად არ ხურდება, შედეგად ვიღებთ განუსაზღვრელი არომატების მქონე კასრს. ტკეჩი, რომელიც ნაკლებ სითბოს იღებს, გამოათავისუფლებს მომწარო არომატებს, ხოლო ჭარბად გახურება წარმოქმნის გრაფიტის უარყოფით ტონებს.
ამ მიზეზით გარბელოტომ უდინეს მკვლევარებთან ერთად შეიმუშავა და დააპატენტა DTS (ციფრული გამოწვის ტექნოლოგია). კომპიუტერს, სენსორების წყალობით, შეუძლია ცეცხლის დონეების მართვა ისე, რომ ის მუდმივი და ერთგვაროვანი იყოს ფიცრის მთელ ზედაპირზე. ეს არა მხოლოდ იძლევა გარანტიას, რომ პროდუქტიდან მივიღებთ სასურველ პროფილს, ასევე, შესაძლებლობას გვაძლევს ავითვისოთ მუხაში არსებული პოტენციალი მაქსიმალურად და აღმოვფხვრათ „სიურპრიზები“, რომლებიც გვხვდება არასრულყოფილად კონტროლირებადი გამოწვის დროს.
გარბელოტო გთავაზობთ გამოწვის ხარისხების მიხედვით 5 ვარიანტს:
170° Light Toast
175° Light/Medium Toast
180° Medium Toast
190° Medium Plus
200° Heavy Toast
საქართველოში Garbellotto-ს კასრები შეგიძლია იხილოთ და შეიძინოთ GT VINEA -ს შოურუმში.