Englishქართული

Depromaviti-ს დამცავი საღებავები

a.charkviani
06.02.24 12:35 PM Comment(s)

Depromaviti წარმოადგენს ფრანგულ ბრენდს, რომელიც აწარმოებს ენოლოგიურ-სანიტარულ პროდუქტებს და ფოკუსირებულია მარნის ჰიგიენის დაცვაზე. აქვს 35-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება.

მეღვინეობაში ხარისხიანი პროდუქტის დამზადებისათვის უმთავრესია ჰიგიენური ნორმების დაცვა და შენარჩუნება. სისუფთავის ნაკლებობის გამო დარღვეული მარნის მიკროფლორა ხშირად ხდება ღვინის დაავადების წყარო. მარნის მიკროფლორის რეგულაცია შესაძლებელია, მაგრამ მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას. Depromaviti-ს დახმარებით კი მეღვინეს შეუძლია გაიმარტივოს ეს შრომატევადი ყოველდღიურობა.

პროდუქციის მუშაობის პრინციპი ეფუძნება ხარისხს, სანდოობას და გარემოს უსაფრთხოებას, რაც გულისხმობს ისეთი პრეპარატების შექმნას, რომლებიც სრულყოფილად დაიცავს მარანს და ინვენტარს, თუმცა არ დააზიანებს ბუნებას. Depromaviti-ს დამცავი საღებავი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: მარნის შენობა, კედლები, იატაკი, ბეტონისა და თიხის ღვინის ჭურჭელი, ემალირებული ავზები, ხის კასრები, დამხმარე ინვენტარი.


Depromaviti ჩართულია რისკების კონტროლში. კვლევის და ხარისხის კონტროლს დიდი ყურადღება ექცევა. კომპანია მკაცრად ამოწმებს ყოველ პროდუქტს რამდენიმე მიმართულებით. მაგალითისვის, Depro Choc Contact Viti - ეპოქსიდის ემალირებული დამცავი საღებავი, რომელიც გაოიყენება ემალირებული ჭურჭლის და ავზების ზედაპირის აღდეგინსათვის, შეესაბამება HACCP-ის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. Choc Contact Vitis გამოყენების შემთხვევაში, მეღვინე დაზღვეულია ნებისმიერი არასასურველი ქიმიური რეაქციისგან. ასევე, არ გამოყოფს ფტალატებს და თავისუფალია ბენზილის სპირტის, ბისფენოლ F, ბისფენოლ A და TCA-სგან. ამრიგად, საღებავი არ შეიცავს ისეთ ნაერთებს, რომლებმაც შეიძლება ცვლილებები გამოიწვიოს ღვინის ორგანოლეპტიკაში. უნდა აღინიშნოს, რომ ტესტები კეთდება ლაბორატორიების მიერ, რომლებიც სპეციალიზებულია ენოლოგიის მიმართულებით.


Choc Contact Vitis-ის გარდა, ჯი-თი ვინეა გთავაზობთ Depromaviti-ს კიდევ ორ პროდუქტს:

Depro - Lasure Beton Viti - თიხის, ბეტონისა და სხვა მინერალური მასალისაგან დამზადებული ჭურჭლის და მარნის კედლების დამცავი და დაკორატიული საღებავი. ზედაპირს იცავს დაბიძურებისგან, რაც ხელს უშლის ობისა და სხვა მიკროორგანიზმების გამრალვებას. მიკროფორებიანი სტრუქუტრა იძლევა ზედაპირიდან ტენის აორთქლების საშუალებას, რაც უზრუვნელყოფს ბეტონისა და თიხის ხანგრძლივ დაცვას.

Depro – Lazurex Viti - კასრების დამცავი და დეკორატიული საღებავი. იცავის ხის ზედაპირს ღვინის ლაქებისგან და ამარტივებს ზედაპირის გასუფთავებას. საღებავი არის წყალგაუმტარიISO 2812-3 სტანდარტების მიხედვით.

ყველა პროდუქტი სარგებლობს სამეცნიერო/კვლევითი სერთიფიკატებით და შეესაბამება ”GHP" რეკომენდაციებს.

a.charkviani

Items have been added to cart.
One or more items could not be added to cart due to certain restrictions.
კალათში დამატებულია
Your cart has item(s).
- ამ პროდუქტების კალათში დამატება ახლა შეუძლებელია. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით
რაოდენობა განახლებულია
- შეცდომა, გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.
კალათიდან ამოშლა
- პროდუქტი კალათიდან ამ დროისთვის ვერ წაიშლება. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.