Englishქართული

Donaldson-ის მემბრანული ფილტრაცია

a.charkviani
16.04.24 12:37 PM Comment(s)

მეღვინეობაში ღვინო გრძელ გზას გადის დაწურვიდან ბოთლში ჩამოსხმამდე, ფილტრაცია კი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ეტაპია. ფილტრაცია არ არის მხოლოდ ღვინის ვიზუალის გაუმჯობესება შეტივტივებული ნაწილაკების მოშორებით, ფილტრაციის საშუალებით ხდება ღვინის სტაბილიზაცია როგორც მიკრობიოლოგიურ, ასევე, არამიკრობიოლოგიურ დონეზე.

ფილტრაციის ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება, რაშიც დიდი წვლილი ამერიკულ კომპანია Donaldson-ს მიუძღვის, რომელიც, ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ლიდერია და გამოირჩევა ინოვაციებით. 100 წელზე მეტია, რაც Donaldson-ი წარმატებით უმკლავდება ფილტრაციაში არსებულ ყველაზე რთულ გამოწვევებს. კომპანიის მომხმარებლები წარმოადგენენ არა მხოლოდ მეღვინეობის სფეროს, არამედ ისეთ მსხვილ ინდუსტრიებს, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ავიაცია, მშენებლობა, კვება და სატრანსპორტო სექტორი. რაც შეეხება სასმელებს, დანადგარები გამოიყენება როგორც ღვინის, ასევე, წყლის, ლუდის სიდრის, სპირტის, ძმრის და სხვა თხევადი ნივთიერებების გასაფილტრად.

 

ღვინისა და სასმელების ფილტრაციის დროს მნიშვნელოვანია როგორც არასასურველი ნაწილაკების, ასევე, მიკროორგანიზმების მოშორება სითხიდან. PES-WN და PES-BN ფილტრების ხაზი უზრუნველყოფს მიკრობიოლოგიურ და კოლოიდურ დაწმენდას, რაც მიიღწევა დინების მაღალი სიჩქარით, მაღალი გამტარუნარინობით, აბსოლუტური და სუბმიკრონული ნაწილაკების შეკავებით და მაღალი სიმძლავრით.

LifeTec™ PES-WN ფილტრის ელემენტი უზრუნველყოფს საკვები ინგრედიენტებისა და სასმელების სტერილურ ფილტრაციას და მიკრობულ სტაბილიზაციას.

PES-WN ფილტრის ელემენტის მაღალი ხარისხი და ეფექტურობა ეფუძნება უახლეს ტექნოლოგიებს და მასალებს. ჰიდროფილური პოლიეთერსულფონის მემბრანა გამოირჩევა მაღალფორიანი სტრუქტურით. პოლიპროპილენის ფილტრის მასალა არის თვითშეწებვის უნარის მქონე, მჭიდროდ შეკრული სტრუქტურა, რომელიც შედგება თანმიმდევრულად ჩალაგებული თხელი ბოჭკოების და პატარა ფორებისგან. აღნიშნული უახლესი დიზაინის წყალობით გვაქვს მაღალფორიანი ელემენტი, რომელიც თანხვედრაშია შიდა და გარე ფენებთან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მიკროორგანიზმების და ნაწილაკებს შეკავების შესაძლებლობებს. ფორების ზომა სტაბილურად მცირდება ზედაპირიდან ცენტრისკენ, რის შედეგადაც წარმოიქმნება მრავალშრიანი ფილტრის სტრუქტურა.

 

Donaldson LifeTec™  PES-BN გამოიყენება ჩამოსხმამდე მიკრობიოლოგიური სტერილიზაციისთვის ლუდის, ღვინისა და სხვა სასმელებისთვის.

 

ტექნიკური მახასიათებლები:

·  ფილტრის ზომები 0.45 ან 0.65 მიკრონი

·  ნაკადის დიდი სიჩქარე

·  გამოყენებული მდგრადი მასალები

·  განახლებული მემბრანის დიზაინი

·  მაღალი მექანიკური და თერმული სტაბილურობა

·  დამტკიცებულია საკვებთან კონტაქტისთვის US CFR 21 და EC/1935/2004-ის მიხედვით

 

კომპანია ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, რომლითაც დასტურდება წარმოებული დანადგარების უსაფრთხოება გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის მიმართ. ISO 50001, ISO 14001, ISO45001, ISO9001 და სხვა უამრავი სტანდარტით Donaldson-ი გამოირჩევა ყველა კონკურენტი მწარმოებლისგან და წარმატებით ინარჩუნებს მოწინავე ადგილს საერთაშორისო მასშტაბით.

a.charkviani

Items have been added to cart.
One or more items could not be added to cart due to certain restrictions.
კალათში დამატებულია
Your cart has item(s).
- ამ პროდუქტების კალათში დამატება ახლა შეუძლებელია. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით
რაოდენობა განახლებულია
- შეცდომა, გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.
კალათიდან ამოშლა
- პროდუქტი კალათიდან ამ დროისთვის ვერ წაიშლება. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.