Englishქართული

SOCMA - ფრანგული ინოვაცია ყურძნის გადამუშავებაში

a.charkviani
16.04.24 12:37 PM Comment(s)

Société Occitane de Maintenanc – SOCMA არის ფრანგული ბრენდი რომელიც სპეციალიზებულია ყურძნის მიმღები და გადამამუშავებელი დანადგარების წარმოებაზე. კომპანიის ისტორია იწყება 1987 წლიდან. პირველი წარმატება TURBOPIGER-ის შექმნას უკავშირდება, რომელიც მეღვინეების რჩევით შეიქმნა და დიდი წარმატება ნახა ფრანგულ მეღვინეობებში.

SOCMA-ს განვითარების ახალი ეტაპი 1999 წელს დაიწყო, რაც უკავშირდება კლერტსაცლელ სისტემას. ნიუ ჰოლანდის ყურძნის ავტომატურ მკრეფავთან მიმართებაში მოხდა SOCMA-ს კლერტსაცლელის ინტეგრაცია, რამაც მეღვინეებს საშუალება მისცა ვენახშივე გადაემუშავებინათ ყურძენი, რათა მაქსიმალურად აერიდებინათ თავიდან ტკბილის დაჟანგვა.

შემდგომი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი 2010 წელს გადაიდგა, რა დროსაც SOCMA-მ ახალი ფლაგმანი, კლერტსაცლელი LE CUBE წარმოადგინა. ამ მიმართულებით გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიების და მეთოდების წყალობით შესაძლებელი გახდა კლერტის მარცვლებისაგან გამოცალკევება მარცვლების დაუზიანებლად. მოდელის დებიუტი შედგა ბორდოს პრესტიჟულ მეღვინეობებში 2011 წელს, რის შემდეგაც მალევე მიიპყრო რეგიონში ყურადღება.

LE CUBE წარმოადგენს ვერტიკალურ ვიბრაციულ კლერტსაცლელს, რომელშიც მტევნები მოძრაობს გრავიტაციულად. ვიბრაციული კლერტსაცლელი არის სისტემა, რომელიც აქტუალურია დღევანდელ ბაზარზე. მსგავი სისტემა საშუალებას გვაძლევს ნაზად, ჩუმად და ოდნავი დაზიანების გარეშე გავაცალკევოთ კლერტი მარცვლისგან. პროცესი ხორციელდება სისტემაში ორ რიგად განლაგებული პლასტიკური კლერტგამცლელი „თითების“ ვიბრაციით.

მოცილებული მარცვლები თავისივე სიმძიმითა და გრავიტაციით იყრება ქვემოთ არსებულ მაგიდაზე, ხოლო კლერტი გადადის მბრუნავ სალტეზე. გრავიტაციული მოძრაობის ამ ხერხით მაქსიმალურად ნარჩუნდება ყურძნის მარცვლების მთლიანობა. გარდა ამისა, სპეციალურად შემუშავებული დიზაინისა და გამოყენებული მასალების წყალობით, კლერსტასცლელს შეუძლია უცხო სხეულების გადამუშავებაც, ისე რომ მისი ფუნქციონირება არ შეფერხდეს. მაგალითად, ტოტები, ფოთლები და მერქნის ნაწილები, რომლებიც ყურძენს მიყვება კრეფის დროს, სისტემის მეშვეობით გამოცალკევდება და სხვა ნარჩენებთან ერთად გროვდება მარცვლებისაგან დამოუკიდებლად.

ვიბრაციულ კლერტსაცლელს მოსდევს ვიბრაციული ბუნკერი, რომელიც არაერთ უპირატესობას გვთავაზობს. პირველ რიგში, ეს არის სიზუსტე და კონტროლის მექანიზმი, რომელიც კლერტგაცლილი მარცვლების სორტირებაში გვეხმარება. ასევე, უზრუნველყოფს ბადეზე მარცვლების თანაბრად გადანაწილებას, რათა მარცვლების, ყურძნის წვენისა და არასასურველი ნარჩნების გადარჩევა უფრო გამარტივდეს.

ვიბრაციული ნაწილი რომელიც 1100 მმ სიგანისაა, აღჭურვილია საცერი ბადით, რომლის მოხსნა და გამოცვლა მარტივად შეიძლება, ყოველგვარი ხელსაწყოს გამოყენების გარეშე, რაც საშუალებას გვაძლევს რთველის დროს მარტივად შევარჩიოთ სასურველი სორტირების პარამეტერები.  საცერის ზომები შეიძლება შიეცვალოს 3მმ, 5მმ და 7მმ ბადეებით, იმის მიხედვით, თუ რა ჯიშისა და კონდიციის ყურძენი გვაქვს. ასევე, სხვადასხვა ზომის ნარჩენების მოცილებისთვის (მწვანე ან გამხმარი მარცვლები, დაზიანებული და არასტანდარტული მარცვლები, პატარა ნიჟარები და სხვა.) საცერის დაბლა განლაგებულია ურნა რომლის თავზეც 50მმ-იანი საცერიანი მილია, სადაც ხდება ტკბილის და ნარჩენების ერთმანეთისგან განცალკევება.

კლერტგაცლილი მარცვლები კი გადადის VINICLEAN-ის სორტირების მაგიდაზე, რომელიც 15 გორგოლაჭით არის აღჭურვილი. თითოეულ გორგოლაჭი არის რეგულირებადი, პლასტიკური და მოქნილი, რაც უზრუნველყოფს მარცვლების ფაქიზ მოძრაობას ნებისმიერი ტიპის, ჯიშისა და კონდიციის ყურძნისათვის.

საბოლოოდ კი, EVACUATION TABLE-დან, ორივე მხარეს მბრუნავი როტაციული ქამრის მეშვეობით შესაძლებელია ნარჩენების უფრო ეფექტური გამოტანა. ნარჩენების გადის ორი წერტილიდან, რაც აადვილებს მენეჯმენტს. ნარჩენების გამომტანი კონვეიერი აღჭურვილია ძრავით, 300 მმ განიერი სალტით და დამჭიმი სისტემით, რათა სწრაფად გაიმართოს და გასუფთავდეს მექანიზმი.

LE CUBE-ის უპირატესობები:

-  კლერტგაცლა მარცვლის დაუზიანებლად;

-  მარცვლების გადარჩევა;

-  მცირე ნარჩენების მოცილება;

-  ყურძნის წვენის შეგროვება;

-  მტევნების გრავიტაციულად მოძრაობა კლეტსაცლელში;

-  ნებისმეირ ტიპის ყურძენზე მორგებული სისტემა;

-  გამარტივებული მოვლა/რეცხვა;

-  ენერგოეფექტურობა;

 

LE CUBE-ის სატესტო რთველი 2011 წელს შედგა საფრანგეთის ცნობილ შატოებში, დღეს კი SOCMA-ს დანადგარები გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ცნობილ მეღვინეობაში:

Domaine Méo Camuzet

Francois Carillon

Maison André Goichot

Château Léoville Poyferré 

Chateau Pétrus

Chateau Margaux

Château Angelus 

Chateau Les Carmes Haut Brion 

Chateau Pape Clément 

Château Ollieux Romanis (Corbières-Boutenac)

Domaine du Vieux Télégraphe (Château Neuf du Pape)

Domaine Raymond Usseglio & Fils (Château Neuf du Pape)

Domaine La Gardine (Château Neuf du Pape)

Domaine Tempier

Domaine De L'Olivette

Mazzei- Castello di Fonterutoli

Marques de Riscal

Inglenook                                                                                                                                       

a.charkviani

Items have been added to cart.
One or more items could not be added to cart due to certain restrictions.
კალათში დამატებულია
Your cart has item(s).
- ამ პროდუქტების კალათში დამატება ახლა შეუძლებელია. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით
რაოდენობა განახლებულია
- შეცდომა, გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.
კალათიდან ამოშლა
- პროდუქტი კალათიდან ამ დროისთვის ვერ წაიშლება. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.