Englishქართული

Italian Cork ჯი-თი ვინეას პარტნიორია!

a.charkviani
29.01.24 08:50 AM Comment(s)

საცობების მწარმოებელი იტალიური კომპანია დააარსა ჯოვანი მელემ 1967 წელს. 1991 წლის შემდეგ კომპანიას მართავენ მისი შვილები, ანდრეა და მაურო. მათი მეშვეობით საოჯახო ბიზნესი გაიზარდა, განვითარდა და გახდა ინოვაციური საერთაშორისო მასშტაბით. დღეს, ბრენდი ცნობილია კომპეტენტური და სანდო პარტნიორობით ღვინის მარნებთან. აწარმოებს როგორც ნატურალურ, ასევე, აგლომერირებულ პროდუქტს ყველა ტიპის ღვინისთვის.

კომპანიის მიზანია საცობების წარმოება გახადოს მდგრადი, დაიცვას პლანეტის რესურსები და შეამციროს დაბინძურება. გარდა ამისა, კომპანია ცდილობს შეკვეცოს სხვადასხვა ნივთიერებების გამოყენება, როგორიცაა წყალი და ქიმიური ელემენტები. შედეგად, ბოლო წელს, საწარმოში ელექტროენერგიის მოხმარებამ დაიწია 53%-ით, რაც ტოლია 43.57 ტონით ნაკლები ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირორჟანგის.

თუმცა, ფუნდამენტური წერტილი არის ქიმიური ელემენტების გამოყენების აღმოფხვრა, რაც ნიშნავს 100%-ით ნეიტრალური საცობის წარმოებას, რომელიც არავითარ ზემოქმედებას არ ახდენს ღვინოსა თუ ადამიანზე. ნულოვან ტოკსიკურობას ადასტურებს FSSC 22000 vers. სერთიფიკატი. Italian Cork ერთადერთი კომპანიაა მსოფლიოში, რომელსაც მოპოვებული აქვს აღნიშნული სერთიფიკატი.

წარმოების პროცესი უნიკალურია, იწყება შესყიდული ნედლეულის დამუშავებით 10-15 თვის მანძილზე. ამ პერიოდში ფიცრები გალაგებულია ვერტიკალურად, რაც უზრუნველყოფს გამკვრივებას, მინარევების და მტვრის მოშორებას, ხელს უშლის ნესტის და მავნე ნარჩენების განვითარებას. ამის შემდეგ ნედლეული იხარშება 93-95 C ტემპერატურაზე წყალსა და საკვებში მიკროორგანიზმებისგან დაცვის მიზნით. ამის შემდეგ, ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე დგინდება ვარგისიანი ლოტები და გრძელდება მათი დამუშავება.

საცობის ტონი, იგივე TCA ყველაზე გავრცელებული დეფექტია მეღვინეობაში. ეს არის გამოთავისუფლებული გაზი, რომელსაც გამოყოფს საცობის მცენარე. ალკოჰოლურ ნივთიერებასთან დაკავშირების დროს ხასიათდება ობის სუნით. Italian Cork-ის პროდუქცია გვარწმუნებს, რომ საცობის ტონის მართვა შესაძლებელია. კომპანიამ შეიმუშავა აბსოლუტურად ინდივიდუალური მეთოდი, რომელიც სრულად აღმოფხვრის საცობის ტონს. პროცესი გრძელდება 40 სამუშაო დღის მანძილზე. თითოეული საცობი მოთავსებულია დამხმარე ნივთიერებაში, რომლითაც სრულყოფილად იჟღინთება პროდუქტი და, შედეგად, გამოთავისუფლდება TCA და მისი წარმოებული ნივთიერებები. პროცესი მიყვება უმკაცრესი ხარისხის კონტროლის პროტოკოლს. საბოლოო დასკვნას გასცემს ლაბორატორია და ამოწმებს სერთიფიკატით.

TCA-ს გარდა, საცობმა შეიძლება გამოიწვიოს არაერთი დეფექტი ღვინოში და შეცვალოს მისი არომატული თუ გემოვნური პროფილი. ამის მიზეზია სხვადასხვა სარეცხი და სადეზინფექციო ნივთიერებები, დამუშავების ნარჩენები, საპოხი და საიზოლაციო მასალები, რომლებიც გამოიყენება მინაზე საცობის უკეთ მორგების და გადაბმის გაადვილების მიზნით. სამწუხაროდ, ეს ნივთიერებები ხშირად სინთეტიკურია და არასწორად დამუშავების პირობებში რჩება არასტაბილური, შეუქცევადად მიგრირებს ღვინოში, ცვლის მის ხასიათს და ორგანოლეპტიკას.

ოქსიდაცია კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მომდინარეობს საცობიდან. წარმოების პროცესში საცობის შიგნით გროვდება ჟანგბადის ნაწილაკები, რაც დავარგების დროს განაპირობებს ღვინის ჟანგვას. სხვა საცობის მწარმოებელი კომპანიები იყენებენ მხოლოდ ქიმიურ მეთოდებს აღნიშნული ნაწილაკების მოსაშორებლად. ქიმიური ჩარევა მოქმედებს მხოლოდ საცობის ზედაპირზე და აქვს მოკლევადიანი შედეგი. ოქსიდაცია იზრდება იმ შემთხვევაში, თუ ბოთლები მოთავსებულია ვერტიკალურად, რადგან კორპი ვერ ინარჩუნებს ტენიანობას და გამომშრალი საცობი მარივად ატარებს ჟანგბადს ფორებში. თუმცა, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაწვენილ ბოთლებში საცობი სველდება და სითხე იწყებს ჟონვას. Italian Cork გვთავაზობს თითოეული საცობის წინასწარ დატენიანების პროცესს. აღნიშნული მეთოდით დამუშავებული საცობი ღვინოს იცავს ოქსიდაციისგან, არ სველდება და სითხე არ ჟონავს ბოთლის ყელიდან, ეხმარება ღვინოს განვითარებაში და არ ცვლის მის პროფილს.

a.charkviani

Items have been added to cart.
One or more items could not be added to cart due to certain restrictions.
კალათში დამატებულია
Your cart has item(s).
- ამ პროდუქტების კალათში დამატება ახლა შეუძლებელია. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით
რაოდენობა განახლებულია
- შეცდომა, გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.
კალათიდან ამოშლა
- პროდუქტი კალათიდან ამ დროისთვის ვერ წაიშლება. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.