ჯი თი ვინეას ახალი პარტნიორი გერმანული კომპანია Willmes-ია, რომელიც 100 წელზე მეტია ოპერირებს მეღვინეობის სექტორში და ინარჩუნებს უმაღლეს ხარისხს პრესების წარმოებაში.
Willmes-ის ინჟინრებმა 1951 წელს შექმნეს პირველი პნევმატური პრესი. ამას მოჰყვა ტექნოლოგიური განვითარება და, ამჟამად, კომპანიაში არსებობს ოქროს სტანდარტი, რომლითაც იქმნება ყველაზე თანამედროვე და სტაბილური პნევმატური პრესები მემბრანული ტექნოლოგიით.
აღნიშნული პრესები არის სრულყოფილი ინჟინერიის და გერმანული ხასიათის შერწყმა. შედეგი პასუხობს ყურძნის გადამუშავების უმაღლეს ხარისხს და ეფექტურობას. ყველა პრესი წარმოებულია გერმანიაში.
რით განსხვავდება Willmes-ის პრესები სხვა პრესებისგან?!
Willmes ნედლეულის გადასამუშავებლად იყენებს ორმხრივი მემბრანის ტექნოლოგიას. ცალმხრივისგან განსხვავებით, ორმხრივს აქვს ორჯერ დიდი სივრცე წნევით მიწოლისთვის. მემბრანული ბალიში იბერება და ყურძენს აწვება ყველა მხრიდან, რაც უზრუნველყოფს გადასამუშავებელ ნედლეულზე ორჯერ ნაკლები ძალით ზემოქმედებას. ფიზიკის კანონების თანახმად, აღნიშნული ტექნიკით ყურძენი იპრესება ყველაზე ფაქიზად, წნევის მინიმალური ზეგავლენით.
გამოთავისუფლებული წვენი მოედინება ვერტიკალური არხების გავლით. ორმხრივი მემბრანა პრესის გარე კუთხეებიდან აწვება ყურძენს ვერტიკალური მილისკენ, რომელიც ასრულებს ბუნებრივი დრენაჟის ფუნქციას. შევსების სიმაღლის მიუხედავად, წვენი მოედინება ერთსა და იმავე მოკლე მანძილზე პირდაპირ და სწრაფად.
წნევის გვერდითი დაწოლის მიმართულება და წვენის გამომშვები არხების მოქნილობა უზრუნველყოფს ფილტრის უწყვეტ თვითწმენდას. ამით მცირდება ბრუნვის ინტენსივობა და მხოლოდ რამდენიმე ბრუნვის ციკლი არის საკმარისი სასურველი პროდუქტის მისაღებად.
აღნიშნული ტექნოლოგიის შედეგია პრემიუმ-ხარისხის ყურძნის ტკბილი და ფაქიზად დამუშავებული მცირე რაოდენობით მყარი ნაწილაკები.