Englishქართული

Perdomini-IOC ღვინის დამხმარე მასალები

a.charkviani
14.08.24 07:26 AM Comment(s)

Perdomini-IOC ჯი-თი ვინეას პარტნიორია ღვინის დამხმარე მასალების მიმართულებით.

Perdomini-IOC გთავაზობთ პროდუქციის სრულ ასორტიმენტს ღვინის დაყენების ყველა ეტაპისთვის, ყურძნის დაკრეფიდან ღვინის ჩამოსხმამდე. ასევე, საკონსულტაციო სერვისს და ტექნიკურ მხარდაჭერას პროფესიონალურ მეღვინეობაში.

Perdomini-ს მიზანია დაეხმაროს მეღვინეებს თავიანთი მიზნების შესრულებაში ადგილობრივი ტრადიციების სრული პატივისცემით. რაც მიიღწევა მრავალწლიანი გამოცდილებით და სპეციალიზებული ცოდნით მეღვინეობის სრულ პროცესში.

Perdomini-IOC  არის Lallemand-ის შვილობილი კომპანია და შამპანის ენოლოგიური ინსტიტუტის ნაწილი საფრანგეთში. კომპანიის საწარმო მდებარეობს იტალიაში, ვერონაში, ხოლო პროდუქციის და სერვისის რეალიზაცია ხდება მთელ მსოფლიოში.

Perdomini-IOC გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ბიოტექნოლოგიებისა და ინგრედიენტების ენოლოგიურ პროდუქტებს: საფუარი, საფუვრის დამცავი, ტანინი, ენზიმი, საკვები, სტაბილიზატორი, დამწმენდი საშუალებები, მუხის ჩიფსები, ტკეჩები და სხვ.

აღნიშნული ენოლოგიური პროდუქტები მთლიან დამუშავების და შემოწმების პროცესებს გადის IOC ჯგუფის R&D ლაბორატორიებში. გარანტირებულია სანდოობა, უსაფრთხოება და ხარისხი კანონმდებლობის შესაბამისად.  

პროდუქტების მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა  დააკმაყოფილოს ნებისმიერი მეღვინის მოთხოვნილება და საჭიროება. კომპანია მიზნად ისახავს ნედლეულის საფუძვლიან შერჩევას და ყურძნის გადამუშავების სპეციალიზებული პროტოკოლის შექმნას თითოეული ყურძნის ჯიშისთვის. Perdomini-IOC სრულყოფილად გთავაზობთ მეღვინეობის პროდუქტებსა და მეღვინეობის მეთოდებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს.

Perdomini-IOC-ის ენოლოგიური პროდუქტები აერთიენებს შემდეგ კატეგორიებს:
- ალკოჰოლური დუღილის ოპტიმიზაცია
- სტაბილიზაცია
- საფუვრები ალკოჰოლური დუღილისთვის
- სპეციფიკური დეფექტების დამუშავება
- სპეციალურად შერჩეული ინაქტივირებული საფუარი მეღვინეობის სპეციფიკური მიზნებისთვის
- მიკრობიოლოგიური სტაბილიზაცია
- ენოლოგიური ენზიმები
- ენოლოგიური ტანინები ყველა ტიპის ღვინისთვის
- ბაქტერია ვაშლ-რძემჟავა დუღილის ჩასატარებლად
- მუხის კასრის ჩამნაცვლებელი მუხის ჩიფსები და ტკეჩები
- დაწმენდა
- ფილტრაციის აგენტები
- ფლოტაციის აგენტები
- ცქრიალა ღვინის წარმოება

განვიხილოთ რთველისთვის საჭირო დამხმარე მასალების კატეგორიები დეტალურად.

ალკოჰოლური დუღილის ოპტიმიზაცია
ღვინის დუღილის პროცესი წარმატებულად ითვლება, როდესაც ტკბილში შეყვანილი საფუვრის რაოდენობა სწრაფად აჭარბებს სხვა მიკროორგანიზმების რაოდენობას, რაც საშუალებას იძლევა ალკოჰოლური დუღილი დაიწყოს და წარიმართოს შეუფერხებლად, სანამ ტკბილში არ ამოიწურება შაქრის მარაგი.

ალკოჰოლური დუღილის ქიმია მჭიდროდ არის დაკავშირებული საფუვრის კვებასთან სხვადასხვა ორგანული და არაორგანული ნივთიერებებით, როგორიცაა შაქრები, აზოტი, ვიტამინები, მინერალური მარილები, ცხიმოვანი მჟავები და სტეროლები. ეს არის ძალიან დელიკატური ბალანსი, რადგან ნებისმიერმა დეფიციტმა  შეიძლება გამოიწვიოს დუღილის შენელება ან შეწყვეტა.

შეფერხებული დუღილი დიდი პრობლემაა მეღვინისთვის, სწორედ ამიტომ Perdomini-IOC-მ შეიმუშავა ალკოჰოლური დუღილის ოპტიმიზაციის პროდუქტები, რომლებიც უზრუნველყოფს წარმატებულ ალკოჰოლურ დუღილს ნებისმიერ პირობებში.

ასორტიმენტი მოიცავს ინაქტივირებულ საფუვრებს, დანამატებს პესტიციდების მოსაშორებლად და ტკბილის დეტოქსიკაციისთვის, სპეციალურ საკვებ ნივთიერებებს არომატის გასაუმჯობესებლად და სხვადასხვა ორგანულ, არაორგანულ და შერეულ, აზოტით მდიდარ ინგრედიენტებს.

საფუვრები ალკოჰოლური დუღილისთვის
იმისათვის, რომ ყურძენში არსებული ტკბილი გარდაიქმნას ეთილის სპირტად, უნდა ჩატარდეს ალკოჰოლური დუღილი საფუვრის კულტურის მიერ. ეს არის მეღვინეობის მთავარი პროცესი.

ყურძნის ტკბილში ალკოჰოლური დუღილი შესაძლოა დაიწყოს სპონტანურად ან საფუვრის წმინდა კულტურის დათესვით. გარანტირებულად ჩატარებული დუღილისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წმინდა კულტურის გამოყენებას, რაც ეხმარება არა მხოლოდ პროცესის სტაბილურად წარმართვას, არამედ, ყურძნის ჯიშური პოტენციალის სრულყოფილად გამოვლენას და დუღილის სწორად ჩატარებას, რაშიც იგულისხმება ძმარმჟავას და ბრეტანომიცესის რისკისგან თავის არიდება.

ღვინის დაყენების დროს საფუვრის შერჩევისას, მეღვინემ უნდა გაითვალისწინოს უამრავი ფაქტორი: ყურძნის ტიპი და ხარისხი, სასურველი შაქრის და ალკოჰოლის დონე ღვინოში, საფუვრის ინოკულაციის მეთოდები, ღვინის დამზადების ტექნოლოგიური პროცესი და სხვ.

Perdomini-IOC-მ შეიმუშავა საფუვრების ფართო სპექტრი თეთრი, წითელი, როზე და ცქრიალა ღვინოებისთვის. ასორტიმენტში შესაძლებელია ორგანული, ვეგანური და კოშერის ტიპის ღვინისთვის განკუთვნილი პროდუქტების შერჩევა. ყველა კულტურა საგულდაგულოდ არის შექმნილი, რათა მაქსიმალურად გაზარდოს ყურძნის ხარისხი და ღვინის სენსორული პროფილი. საფუვრები გამოირჩევა ალკოჰოლის და გოგირდის მიმართ მდგრადობით. ასევე, განსხვავდება აზოტის მოთხოვნილებით და სენსორული თვისებებით. აღნიშნული საფუვრებით მეღვინეს შეუძლია ყოველგვარი შეფერხების გარეშე აკონტროლოს ალკოჰოლური დუღილი, რაც აძლევს უპირატესობას ღვინის წარმოების პროცესში იყოს სტაბილური და შექმნას უმაღლესი ხარისხის პროდუქტი.

ალკოჰოლური დუღილისთვის სწორი საფუვრის შერჩევა არის პროცესი, რომელიც მოითხოვს მნიშვნელოვან გამოცდილებას და ცოდნას. სწორედ ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული პერდომინის და ჯი-თი ვინეას გუნდი, რათა მეღვინეს გაუადვილოს მისთვის იდეალური საფუვრის პოვნა.

ტანინები
ღვინოში შემავალი ტანინები არის ფენოლური ნაერთები, რომლებიც მნიშვნელოვან სენსორულ გავლენას ახდენს ღვინოზე. ზოგიერთი ტანინი ბუნებრივად გვხვდება ყურძნის ტკბილში, ზოგიერთს კი მეღვინე ამატებს ღვინის სტაბილიზაციისთვის, დარბილებისთვის, არომატული პროფილის დახვეწისთვის, ოქსიდაციის ასარიდებლად და ღვინის დავარგებისთვის.

Perdomini-IOC-ს ტანინების ფართო სპექტრი გამოიყენება როგორც ყურძნის დაჭყლეტვის, ასევე, ალკოჰოლური დუღილის და დავარგების სტადიებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დუღილის შემდგომი ეტაპისთვის გამოსაყენებელი ტანინები, რომლებიც ღვინოს სძენს სტრუქტურას, სიმრგვალეს და კომპლექსურ ხასიათს. ტანინების მეშვეობით შესაძლებელია ყურძნის პოტენციალის გაძლიერება და სასურველი ენოლოგიური შედეგების მიღება.

მეღვინეობაში გამოსაყენებელი ტანინები მოიპოვება მცენარეებისგან. გამოარჩევენ, ძირითადად, სამი სახის ტანინს:

გალა ტანინი - ექსტრაგირებულია თხილის ხისგან;
ელაგო ტანინი - ექსტრაგირებულია წაბლის ან მუხის ხისგან.
პროანტოციანიდინი ან კონდენსირებული ტანინი - ექსტრაგირებულია ყურძნის კანისგან, კლერტისგან და ვაზის გამერქნებული ნაწილებისგან.

a.charkviani

Items have been added to cart.
One or more items could not be added to cart due to certain restrictions.
კალათში დამატებულია
Your cart has item(s).
- ამ პროდუქტების კალათში დამატება ახლა შეუძლებელია. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით
რაოდენობა განახლებულია
- შეცდომა, გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.
კალათიდან ამოშლა
- პროდუქტი კალათიდან ამ დროისთვის ვერ წაიშლება. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.