Englishქართული

ბენტონიტი – ბუნებრივი დამწმენდი და სტაბილიზატორი თქვენი ღვინისთვის

a.charkviani
14.11.25 10:06 AM Comment(s)

რატომ არის ბენტონიტი მნიშვნელოვანი

საუკეთესო ღვინოც კი შეიძლება დროთა განმავლობაში შეიმღვრეს ან წარმოქმნას ნალექი, თუ სწორად არ არის დამუშავებული


ბენტონიტი, ბუნებრივი თიხა, უზრუნველყოფს სიკრიალეს, ცილების სტაბილიზაციას და ღვინის ხანგრძლივ გამჭვირვალობას.

GT Vinea საქართველოში წარმოგიდგენთ Perdomini-IOC-ისბენტონიტებს, რომლებიც ხასიათდება მაღალი სისუფთავით, ეფექტიანობით და მარტივი გამოყენებით — ნებისმიერი სტილის ღვინისთვის, თეთრიდან ქვევრის ქარვისფრამდე.

რა არის ბენტონიტი

ბენტონიტი იწარმოება ვულკანური წარმოშობის თიხისგან, რომლის მთავარი მინერალი მონთმორილონიტი. მას აქვს ფენოვანი სტრუქტურა და ძლიერი უარყოფითი მუხტი.
როდესაც წყალში იხსნება, ბენტონიტი ჯირჯვდება და იზიდავს ღვინოში არსებულ დადებითად დამუხტულ ცილებს, კოლოიდებსა და სხვა ნაწილაკებს.
ეს ნაწილაკები ეწებება ბენტონიტს და თანდათან ილექება, რის შედეგადაც ღვინო ხდება სუფთა, გამჭვირვალე და სტაბილური.


ბენტონიტის როლი გამჭვირვალობასა და სტაბილიზაციაში

დაწმენდა / გამჭვირვალობა

დუღილისა და დაძველების პერიოდში ღვინოში მრავლადაა კოლოიდური ნაწილაკები – ცილები, პოლისაქარიდები, საფუვრის ნარჩენები და ტანინები, რომლებიც ღვინოში გახსნილ მდგომარეობაშია და როგორც კი სტაბილურობა ირღვევა წარმოქმნიან სიმღვრივეს

ბენტონიტი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ფლოკულანტი:

  • მისი უარყოფითი მუხტი იზიდავს დადებითად დამუხტულ ნაწილაკებს;
  • ისინი ერთად წარმოქმნიან უფრო მძიმე ნაწილაკებს და ილექებიან ჭურჭლის ფსკერზე;
  • შედეგად მიიღება კრიალა და გამჭვირვალე ღვინო, რომელიც მარტივად იფილტრება.

დაწმენდის ეტაპი კრიტიკულია ბოთლამდე მისვლამდე — იგი ამცირებს ფილტრების გაბიდვნას, აუმჯობესებს დინებას და ზრდის პროდუქტის ვიზუალურ მიმზიდველობას.

ცილების სტაბილიზაცია

თეთრი და ვარდისფერი ღვინოები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ცილოვანი არასტაბილურობისადმი.
თუ ეს ცილები ღვინოში დარჩება, ტემპერატურის ან დროის გავლენით ისინი დენატურირდებიან და წარმოქმნიან სიმღვრივეს— ეს მხოლოდ ესთეტიკური დეფექტია, მაგრამ მომხმარებლის უმეტესობისთვის მიუღებელია.

ბენტონიტი ამ პრობლემას მარტივად აგვარებს, რადგან შეუქცევადად უკავშირდება არასტაბილურ ცილებს. შედეგად:

  • არ წარმოიქმნება სიმღვრივე, თუნდაც მაღალი ტემპერატურისას;
  • ღვინო ინარჩუნებს ხანგრძლივ სტაბილურობას თაროზე და ტრანსპორტირებისას;
  • სწორი დოზირებისას არომატი და გემო უცვლელი რჩება,

Perdomini-ბენტონიტის სწორი გამოყენება

  1. ჰიდრატაცია:
    ბენტონიტის ჰიდრატაციისთვის გამოიყენეთ სუფთა წყალი 1 : 20წონით თანაფარდობით და დატოვეთ 3–6 საათით. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მისაღებად.
  2. დამატება:
    დაამატეთ მომზადებული ბენტონიტის ხსნარი ღვინოში მსუბუქი მორევით.
  3. დოზირება:
    • საშუალო დოზა: 30–80 გ/ჰლ;
    • რეკომენდებულია საცდელი დამუშავებების ჩატარება ოპტიმალური დოზის დასადგენად.
  4. დალექვა:
    დაამუშავეთ ღვინო და დატოვეთ 24–72 საათით, რათა სრულად დაიწმინდოს, შემდეგ კი მოხსენით ლექიდან ან გაფილტრეთ.
  5. დროის შერჩევა:
    თეთრი და ვარდისფერი ღვინოებისთვის შეგიძლიათ ტკბილის სტადიაზე, დუღილის დროს ან ბოთლამდე ფილტრაციამდე დაამუშაოთ, ხოლო წითლებისთვის – მალოლაქტიკური დუღილის შემდეგ ან ცივი სტაბილიზაციის დროს.

დასკვნა

აწმენდა და ცილების სტაბილიზაცია ბენტონიტით აუცილებელი ეტაპებია კრიალა და ხანგრძლივად სტაბილური ღვინის მისაღებად.
Perdomini-ს ბენტონიტები, უზრუნველყოფს გარანტირებულ შედეგს, დროის დაზოგვას და პროდუქტის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.

a.charkviani

Items have been added to cart.
One or more items could not be added to cart due to certain restrictions.
კალათში დამატებულია
Your cart has item(s).
- ამ პროდუქტების კალათში დამატება ახლა შეუძლებელია. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით
რაოდენობა განახლებულია
- შეცდომა, გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.
კალათიდან ამოშლა
- პროდუქტი კალათიდან ამ დროისთვის ვერ წაიშლება. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.