Englishქართული

ბეტონის ავზები

a.charkviani
18.12.24 12:37 PM Comment(s)

მეღვინეობის სფეროსთვის უმნიშვნელოვანესია ისტორია და ტრადიციები, თუმცა თანამედროვე მეღვინეობა წარმოუდგენელია ტექნოლოგიური ინოვაციების გარეშე. ამ ბლოგში ვისაუბრებთ ბეტონის ღვინის ავზებზე, რომელიც ერთდროულად არის უახლესი მეღვინეობის სიმბოლო და, ამავდროულად, კარგად დამკვიდრებული ტრადიცია.

როდესაც მეღვინეები ეძებდნენ ახალ გზებს თავიანთი ღვინის ხარისხის და ხასიათის გასაუმჯობესებლად, გაჩნდა ბეტონის ავზები თავისი უნიკალური უპირატესობებით.

ბეტონის ავზების ექსპლუატაციის ვადა უჟანგავი ფოლადის ავზებთან შედარებით არის უფრო ხანგრძლივი, უფრო მარტივია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, არის მეტად თერმულად სტაბილური, ნაკლებად აისახება ტემპერატურული ცვლილება ღვინის დაყენების პროცესში. ხის ჭურჭლისგან განსხვავებით, ბეტონის ზედაპირზე არ იბუდებს ობის სოკოები და სხვადასხვა ბაქტერიები, რაც ზიანს აყენებს ღვინის ხარისხს.

მიუხედავად იმისა, რომ უჟნგავი ფოლადის ავზები არის ყველაზე გავრცელებული ჭურჭელი ღვინის საფერმენტაციოდ და შესანახად, ბოლო ათწლეულების მანძილზე ეს ტენდენცია იცვლება. მსოფლიო მასშტაბით უფრო მეტი მეღვინე ცდილობს ჩაანცვლოს უჟანგავი ფოლადი ბეტონით, რათა მიიღოს უკეთესი ხარისხის ღვინო. ეს ტრენდი შეინიშნება როგორც ძველი, ასევე, ახალი სამყაროს მეღვინეობის ქვეყნებში.

თანამედროვე სამყაროში არსებობენ მეღვინეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უჟნგავ ფოლადში დაყენებული ღვინო არის ძალიან სტერილური და სწორხაზაზოვანი. მიზეზი არის სუნთქვის შეუძლებლობა. რაც შეეხება ბეტონის ავზებს, შიდა კედლები არ არის ერთგვაროვანი. ბეტონის ფოროვან ზედაპირზე რჩება ჟანგბადის მოლეკულები, რაც უზრუნველყოფს მოლეკულების ღვინოში ინტეგრაციას და მის მომწიფებას ამ გზით. მეღვინეები, რომლებსაც სურთ შექმნან საინტერესო და განსხვავებული ხასიათის მქონე პროდუქტი, უპირატესობას ანიჭებენ ბეტონის ავზებს.


ორგანოლეპტიკური სხვაობა

საინტერესოა, რამდენად განსხვავდება ორგანოლეპტიკურად ბეტონის ავზში დაყენებული და დაძველებული ღვინო მუხის კასრის ან უჟანგავი ფოლადის ტექნოლოგიისგან. მუხის კასრი თავად ანიჭებს სითხეს გემოს, ტანინებს და არომატებს მუხის გამოწვის მიხედვით. ასევე, მუხის კასრში მიმდინარეობს მიკროოქსიდაცია და მთელი რიგი ქიმიური რეაქციები, რომლებიც დროთა განვალობაში ცვლის და აკეთილშობილებს ღვინის პროფილს. უჟანგავ ფოლადში კი ღვინის განვითარება მიმდინარეობს ნელა და ნეიტრალურად.

ბეტონის ავზი ფუნქციურად ჰგავს მუხის კასრს, თუმცა განსხვავდება მნიშვნელოვნად. კერძოდ, მუხის კასრისგან განსხვავებით ბეტონი მასში მოთავსებულ სითხეს არ გადასცემს არანაირ გემოს და არომატს. ბეტონში დავარგებული ღვინო არის ავთენტური ყურძნის ჯიშის და ტერუარის შესაბამისად.


ავზის ფორმა და ზომა
ბეტონის ავზი არის მძიმე, სქელკედლიანი ჭურჭელი, რომელიც განსხვავდება ფორმის და ზომის მიხედვით. თუმცა ყველაზე მეტად გავრცელებულია კუბის, ამფორის და კვერცხის ფორმები. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

კვერცხის ფორმა
კვერცხის, იგივე ოვალური ფორმა უზრუნველყოფს ავზის შიგნით მორევის, ბატონაჟის ეფექტს, რაც ხელს უწყობს ღვინის სხეულის და სტრუქტურის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ამ ფორმის ჭურჭელი იდეალურია როგორც ალკოჰოლური დუღილისთვის, ასევე, ღვინის დავარგებისთვის.

ამფორა
ამფორის უნიკალური ფორმა საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ყურძნის მყარი ნაწილები და ლექი სუსპენზიაში. ამ გზით სითხეს მუდმივი კონტაქტი აქვს აღნიშნულ ნაწილაკებთან, რაც ხელს უწყობს არომატების კონცენტრირებას, ახალი პროფილის გამოხატვას და სტრუქტურის ჩამოყალიბებას. ეს ყველაფერი კი მიიღწევა მინიმალური ჩარევით, რადგან მეღვინეს არ უწევს არანაირი ტექნიკური სამუშაოს ჩატარება, პროცესი მიმდინარეობს თავისთავად.


კუბის ფორმა
კუბის ფორმის ავზები იდეალურია სივრცის სრულყოფილად ასათვისებლად. ეს ფორმა ბეტონის ავზებში ყველაზე მეტად არის გავრცელებული, გვხვდება თითქმის ყველა ფრანგულ მეღვინეობის რეგიონში.

უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ფუნქციური უპირატესობებისა, ბეტონის ავზები განსხვავებული და ესთეტიკურად მიმზიდველია. სწორედ ამიტომ, მკაფიო ნიშა აქვს დაკავებული მეღვინეობის ქვეყნებში და მისი პოპულარობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება. 

a.charkviani

Items have been added to cart.
One or more items could not be added to cart due to certain restrictions.
კალათში დამატებულია
Your cart has item(s).
- ამ პროდუქტების კალათში დამატება ახლა შეუძლებელია. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით
რაოდენობა განახლებულია
- შეცდომა, გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.
კალათიდან ამოშლა
- პროდუქტი კალათიდან ამ დროისთვის ვერ წაიშლება. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.