თანამედროვე მეღვინეობა სიზუსტეზე დგას - ჯიშურობის, ტერუარის და ხასიათის შენარჩუნებაზე. მუხა შეიძლება შესანიშნავი იყოს, მაგრამ მისი მოვლა ბევრ დროსთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული. უჟანგავი ფოლადი სუფთაა, თუმცა ხშირად უფრო „რედუქციული“ სტილისკენ მიდრეკილებას ქმნის თუ ჟანგბადი არ კონტროლდება.
Wineglobe შექმნილია მათთვის, ვისაც სჭირდება განსხვავებული მიდგომა: ინერტული, არაფოროვანი, ბოროსილიკატური მინის ჭურჭელი, რომელიც განკუთვნილია ვინიფიკაციისთვის და ხანგრძლივი შენახვა-დავარგებისთვის. იგი ღვინოს იდენტობის შენარჩუნებაში ეხმარება.
Wineglobe-ის ისტორია
Wineglobe შექმნა Famille Paetzold-მა (საფრანგეთი — ბორდოს რეგიონი). იდეის საწყისი ძალიან პრაქტიკული იყო, მაიკლ პეტზოლდი ეძებდა ჭურჭელს, რომელიც იქნებოდა ნეიტრალური და ჰიგიენური, მან მიაკვლია მარტივ მიდგომას, რომელიც ბევრი ბურგუნდიელი მეღვინისთვის უკვე იყო ცნობილი: მცირე მოცულობის ღვინოები, რომლებიც მინის ბოცებში ვარგდებოდა, ხშირად უფრო სუფთა შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე იგივე ღვინო მუხაში. სწორედ ეს დაკვირვება გადაიქცა განსხვავებულ და სრულფასოვან პროდუქტად.
რა არის Wineglobe?
Wineglobe არის მრგვალი ფორმის ბოროსილიკატური მინის ჭურჭელი, რომელიც გათვლილია „კიდემდე შევსებაზე“ (როგორც ავზი). იგი ერთიანდება თავსახურის სისტემასთან და სარქველთან, რომელიც არეგულირებს წნევის ცვლილებას. შედეგად მიიღება ჭურჭელი, რომელიც:
- დავარგებისას რჩება ჰერმეტულად დახურული, ჟანგბადგაუმტარი
- ნულოვანი ფოროვანობა (რაც ნიშნავს: ნული აორთქლება/ღვინის დანაკარგი და არ გჭირდებათ მუდმივი შევსება)
- აქვს სრულიად გლუვი და ინერტული ზედაპირი, რაც ამცირებს მიკრობიოლოგიურ რისკებს და ამარტივებს წმენდას
- არის გამჭვირვალე, ამიტომ გაძლევს უნიკალურ კონტროლის საშუალებას დეგუსტაციის, გადაღებისა და ლექიდან მოხსნის დროს
რატომ ირჩევენ მეღვინეები Wineglobe-ს?
1) „ტერუარის“ გამოხატვა
მინა ნეიტრალური და ინერტული მასალაა, ამიტომ Wineglobe გათვლილია იმაზე, რომ დელიკატური არომატული კომპონენტები მაქსიმალურად შენარჩუნდეს და ღვინის პროფილი იყოს მკაფიო — განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯიშებისთვის, სადაც სიხალასე, ყვავილოვანი ტონები, თიოლები/ესტერები და მინერალურობა გადამწყვეტია.
2) ჟანგბადის კონტროლი
Wineglobe-ის თავსახური და სილები შექმნილია როგორც ჟანგბადგამოუვალი სისტემა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ღვინო “მოიგუდება”. თუ სტილს ჟანგბადი სჭირდება, მეღვინეს შეუძლია იგი კონტროლირებული მეთოდებით შეიტანოს. მთავარი განსხვავება ისაა, რომ აქ ჟანგბადი არის გადაწყვეტილება და არა შემთხვევითი პროცესი.
3) გოგირდის პოტენციურად ნაკლები საჭიროება (სწორი მონიტორინგით)
რადგან ჭურჭელი არაფოროვანია და ჟანგბადს არ ატერებს, ბევრ შემთხვევაში მეღვინეები აღნიშნავენ, რომ Wineglobe-ში დაძველებისას შეიძლება საჭირო იყოს შედარებით ნაკლები SO₂. აქ მნიშვნელოვანია სწორი მიდგომა, საჭიროა თავისუფალი SO₂-ის კონტროლი დაძველების განმავლობაში და ზედმეტი სულფიტირების თავიდან აცილება.
4) უკეთესი ჰიგიენა, უფრო მარტივი მუშაობა, უკეთესი ვიზუალური კონტროლი
Wineglobe შექმნილია იმისთვის, რომ ყოველდღიური პროცესები გამარტივდეს:
- ხედავ ზუსტად რა ხდება გადაღებისა და დეგუსტაციის დროს
- სფერული ფორმა ხელს უწყობს დალექვას და ბუნებრივ გამჭვირვალობას
- რეცხვა პრაქტიკულია და სწრაფი (მწარმოებლის კონცეფცია წყლის მინიმალური დანახარჯისკენ არის მიმართული)
როგორ გამოიყენება Wineglobe პრაქტიკაში?
ფერმენტაცია
- თეთრი / როზე: მძლავრი ფერმენტაციის პირობებში შევსება რეკომენდებულია მინის ყელის ქვედა ნაწილამდე, ხოლო უფრო მშვიდი ფერმენტაციისას — ყელის შუაში (გადმოსვლის რისკის შესამცირებლად).
- წითელი: შევსება რეკომენდებულია ტევადობის 2/3-მდე.
დავარგება
- შევსება ხდება უჟანგავი ყელის ზედა ნაწილამდე, რათა მინიმუმამდე დავიდეს ჰაერთან კონტაქტი. არასტაბიულური ტემპერატურის პირობებში დონე შეიძლება შეინარჩუნოთ ჰაერის სარქველის ქვედა ნაწილამდე, რომ ტემპერატურული ცვლილებებისას ჭურჭელი სავსე დარჩეს.
სინათლე და გარემო
- Wineglobe გამჭვირვალეა, თუმცა რეკომენდებულია მისი შენახვა შუქისგან დაცულ სივრცეში. დაცვითი გადასაფარებლები და სწორი განთავსება მნიშვნელოვანია.
- ფერმენტაციისთვის რეკომენდებულია თერმორეგულირებადი სარდაფი/სივრცე, როგორც კასრების შემთხვევაში.
Wineglobe-ის ზომები და ძირითადი ტექნიკური მონაცემები
ყველა Wineglobe ხასიათდება თერმოშოკისადმი გამძლეობით 90°C-მდე (გაცხელება + სწრაფი გაგრილება). მაქსიმალური სამუშაო წნევა ჩვეულებრივ არის 0.1 ბარი, (400L მოდელისთვის მითითებულია მაქსიმუმ 0.5 ბარი).
- 25 ლ
- სიმაღლე: 485 მმ | დიამეტრი: 350 მმ | ყელი: 100 მმ
- სისქე: 6 მმ | წმინდა წონა: 5.8 კგ
- 60 ლ
- სიმაღლე: 635 მმ | დიამეტრი: 490 მმ | ყელი: 200 მმ
- სისქე: 6 მმ | წმინდა წონა: 13 კგ
- 115 ლ
- სიმაღლე: 745 მმ | დიამეტრი: 610 მმ | ყელი: 200 მმ
- სისქე: 6 მმ | წმინდა წონა: 20.5 კგ
- 220 ლ (კასრის ალტერნატიული მოცულობა)
- მოცულობა: 220 ლ (კიდემდე)
- სიმაღლე: 920 მმ | დიამეტრი: 750 მმ | ყელი: 300 მმ
- სისქე: 7 მმ | წმინდა წონა: 33.8 კგ
- 400 ლ
- დიამეტრი: 930 მმ
- ყელი: 120 მმ | ქვედა გამოსასვლელი: 60 მმ
- საშუალო სისქე: 15 მმ | ცარიელი წონა: 80 კგ
- წნევა: 0.1 bar (მაქსიმუმ 0.5 bar)
აქსესუარები და პერსონალიზაცია
Wineglobe არის სრულფასოვანი სისტემა, რომელიც ყოველდღიურ მუშაობას ამარტივებს. ხელმისაწვდომია:
- დამცავი გადასაფარებლები (შუქისგან დაცვა; ადვილად ჩამოსაცმელი/მოსახსნელი; გარეცხვადი ვარიანტები)
- გადასატანი აქსესუარები (სტენდები, გადასატანი კონსტრუქციები)
- სარეცხი სტენდი (უსაფრთხო წმენდისა და გაშრობისთვის)
- ლექზე მუშაობის (ბატონაჟის) ინსტრუმენტები (განსაკუთრებული დამრევები)
- სარქველის ვარიანტები (მათ შორის მინის სარქველი)
- ბრენდინგი: თავსახურის/გადასაფარებლის პერსონალიზაცია და მატირებული გრავირება (სურვილისამებრ დამატებითი ეფექტებით)

