Englishქართული

ნატურალური საცობი VS ხრახნიანი საცობი

a.charkviani
14.06.24 12:37 PM Comment(s)

ღვინის ჩამოსხმის დროს ნატურალური საცობის გამოყენება კლასიკური არჩევანია. თუმცა ღვინის ბოთლში შესანახად არსებობს ალტერნატიული გზებიც. ერთ-ერთ მათგანია ხრახნიანი საცობები.

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ რომელი საშუალებაა უმჯობესი, გაგაცნობთ თითოეული მათგანის უპირატესობებს და უარყოფით მხარეებს.

სიმართლე ისაა, რომ მსოფლიოში ხრახნიან საცობებზე მოთხოვნა იზრდება წლიდან წლამდე. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2030 წლისთვის ხრახნიანი საცობების მოხმარების ორჯერ გადააჭარბებს 2020 წლის მაჩვენებელს. დღეს ყოველწლიურად 5.9 მილიარდი ალუმინის ხრახნიანი საცობი იყიდება, ხოლო ნატურალური საცობი - 13.1 მილიარდი.

მუხის კორპი ევროპაში აქტიურად გამოიყენება 1400-იანი წლებიდან. მიზეზი ისაა, რომ მუხის ქერხი წარმოადგენს ერთ-ერთ ნატურალურ პროდუქტს, რომელიც საკმარისად ელასტიურია შუშის ბოთლში მოსათავსებლად. დაახლოებით ამ პერიოდში გახდა მეტად პოპულარული ღვინის შენახვა ბოთლებში, თუმცა ძირითად შესანახ საშუალებად მაინც მუხის კასრები რჩებოდა.

ნატურალური საცობის უპირატესობები:
- ბუნებრივად განახლებადი რესურსი;
დროში გამოცდილი და დადასტურებული;
 ღვინოს აძლევს საშუალებას მომწიფდეს და დავარგდეს ბოთლში წლების მანძილზე;

უარყოფითი მხარეები:
სიძვირე;
1-3% ღვინოს გადასცემს საცობის ტონს - TCA;
ჭარბი მოხმარების შემთხვევაში ამოწურვადი რესურსი;
არასტაბილური ხარისხი;
 ბოთლში მიკროოქსიგენაცია ხდება არათანაბარი სიჩქარით;

ხრახნიანი საცობები მეღვინეობაში გამოიყენება მხოლოდ 1964 წლიდან. მიუხედავად ამისა, სწრაფად მოიპოვა ცნობადობა და გახდა ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოიყენება ავსტრალიურ მეღვინეობებში. ამ წარმომავლობის ღვინის ბოთლების უდიდესი ნაწილი ხრახნიანი საცობებით არის ჩამოსხმული.

მიზეზი, თუ რატომ გახდა ალტერნატივები პოპულარული, არის კორპის ხარისხის დაქვეითება 1980-იან წლებში. დაბალი ხარისხის TCA-ის გამომწვევი საცობების გამოყენების ნაცვლად მეღვინეებმა აირჩიეს ხრახნიანი საცობები. პირველი ტალღა აგორდა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, სადაც მანამდე სრულად იყენებდნენ პორტუგალიურ კორპებს.

ხრახნიანი საცობების უპირატესობები:
- ხელმისაწვდომობა;
არ არსებობს საცობის ტონის განვითარების რისკი;
მარტივია ბოთლის გახსნა და არ საჭიროებს დამატებით ხელსაწყოებს;

უარყოფითი მხარეები:
- არ ხდება ღვინის მიკროოქსიგენაცია საცობიდან;
- გადამუშავებადია, თუმცა არა ბიოდეგრადირებადი;
- ასოცირდება პრიმერი ტიპის დაბალფასიან ღვინოსთან;

ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი ხრახნიანი და მუხის საცობების შედარებისას არის ე.წ. სუნთქვა, იგივე მიკროოქსიგენაცია. თუ ამ დრომდე მიჩნეული იყო, რომ ბოთლის ღვინოში ჟაგბადის მიწოდება მხოლოდ მუხისგან დამზადებული საცობიდან ხდება, ახლა თანამედროვე ხრახნიანი საცობებიც იძლევა ამის საშუალებას. დღეს, შესაძლებელია ისეთი ხრახნიანი საცობის შეძენა, რომელშიც წინასწარ არის განსაზღვრული რა მოცულობის ჟანგბადის გატარება შეუძლია ღვინოში.  ეს ფაქტორი საკმაოდ დიდი ბენეფიტია ხრახნიანი საცობის მხარეს, რადგან მუხიდან ჟანგბადის შეღწევადობა ცვალებადი და არათანაბარია, ამავდროულად, დამოკიდებულია შენახვის პირობებსა და სხვა ფაქტორებზე.

ხრახნიანი საცობები, როგორც წესი, მზადდება ალუმინისგან და შიგნიდან დაფარულია ნეიტრალური პლასტმასის ფენით ბოთლის დასალუქად.

მიუხედავად უამრავი ჩამოთვლილი უპირატესობისა, საქართველოში ჯერ კიდევ არ სარგებლობს პოპულარობით ხრახნიანი საცობები. თუმცა, ვიმედოვნებ, დროთა განმავლობაში, მეტად ღია გახდება ქართული ღვინის ბაზარი სიახლეების მიმართ და ახალი პროდუქტის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ სასიკეთოდ გამოიყენებს მის ბენეფიტებს.

a.charkviani

Items have been added to cart.
One or more items could not be added to cart due to certain restrictions.
კალათში დამატებულია
Your cart has item(s).
- ამ პროდუქტების კალათში დამატება ახლა შეუძლებელია. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით
რაოდენობა განახლებულია
- შეცდომა, გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.
კალათიდან ამოშლა
- პროდუქტი კალათიდან ამ დროისთვის ვერ წაიშლება. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.