Englishქართული

რამდენ ხანს ძლებს ღვინო გახსნის შემდეგ?

a.charkviani
03.04.25 01:41 PM Comment(s)

გახსნილი ღვინო უმეტესად მხოლოდ 3–5 დღეს ძლებს, სანამ გაფუჭებას დაიწყებს. თუმცა, დიდწილად, დამოკიდებულია ღვინის ტიპზე.

"გაფუჭებული" ღვინო, ფაქტობრივად, ძმარია, ასე რომ, ის ზიანს არ მოგაყენებთ. ახლა კი განვიხილოთ რამდენ ხანს ძლებს სხვადასხვა ტიპის ღვინო გახსნის შემდეგ.

ცქრიალა ღვინო
1–3 დღე მაცივარში სპეციალური საცობით.
ცქრიალა ღვინოები სწრაფად კარგავენ ნახშირორჟანგს გახსნის შემდეგ. ტრადიციული მეთოდით დამზადებული ცქრიალა ღვინოები, როგორიცაა კავა (Cava) ან შამპანური (Champagne), უფრო დიდხანს ძლებენ, ვიდრე შარმანტის მეთოდით დამზადებული პროსეკო (Prosecco). ეს ხდება იმიტომ, რომ ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ღვინოები ბოთლში უფრო მაღალ წნევას წარმოქმნის, რაც უზრუნველყოფს ცქრიალა ბუშტუკების ხანგრძლივად შენარჩუნებას.


მსუბუქი თეთრი, ტკბილი თეთრი და ვარდისფერი ღვინო
5–7 დღე მაცივარში საცობით
მსუბუქი თეთრი და ვარდისფერი ღვინოები მაცივარში დაახლოებით ერთ კვირას ძლებს. თუმცა, პირველივე დღიდანვე შეიძლება შეამჩნიოთ, რომ მათი გემო ნელ-ნელა იცვლება, რადგან ღვინო იჟნგება. დროთა განმავლობაში, ხილის არომატი შესამჩნევად სუსტდება და ნაკლებად ცოცხალი ხდება.


სავსე სხეულის თეთრი ღვინო
3–5 დღე მაცივარში საცობით
ინტენსიური თეთრი ღვინოები, როგორიცაა მუხაში დავარგებული შარდონე (Chardonnay) და ვიონიე (Viognier), უფრო სწრაფად ოქსიდირდება, რადგან ბოთლში ჩამოსხმამდე მეტი ჟანგბადის ზემოქმედებას განიცდის. აუცილებელია, რომ ამ ტიპის ღვინოები ყოველთვის საცობიანად შეინახოთ მაცივარში. თუ მსგავს ღვინოს ხშირად სვამთ, გირჩევთ ვაკუუმის საცობი შეიძინოთ.


წითელი ღვინო
3–5 დღე ბნელ, გრილ ადგილას საცობით
რაც უფრო მეტი ტანინი და მჟავიანობა აქვს წითელ ღვინოს, მით უფრო დიდხანს ძლებს გახსნის შემდეგ. მაგალითად, მსუბუქი წითელი ღვინო, როგორიცაა პინო ნუარი (Pinot Noir), უფრო მალე ფუჭდება, ვიდრე მდიდარი და ტანინიანი ღვინო, როგორიცაა პეტიტ სირა (Petite Sirah). ზოგიერთ წითელ ღვინოს გახსნის შემდეგ პირველ დღეს უკეთესი გემოც კი უვითარდება. გახსნილი წითელი ღვინო შეინახეთ ღვინის მაცივარში ან გრილ, ბნელ ადგილას. თუ ღვინის მაცივარი არ გაქვთ, უმჯობესია შეინახოთ 21°C (70°F) ტემპერატურაზე.


შემაგრებული ღვინო
28 დღე ბნელ, გრილ ადგილას საცობით
შემაგრებული ღვინოები, როგორიცაა პორტვეინი (Port), შერი (Sherry) და მარსალა (Marsala), დიდხანს ძლებს მაღალსპირტიანობის გამო. თუმცა, უმჯობესია, არ გააჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე დიდხანს, რადგან სითბო და შუქი არომატების კარგვას დააჩქარებს. ერთადერთი გამონაკლისია მადეირა (Madeira) და მარსალა (Marsala), რადგან ამ ტიპის შემაგრებული ღვინოები უკვე ოქსიდირებულია, არ არის არომატის კარგვის საფრთხე, ამიტომ დიდხანს ძლებს. რაც უფრო ტკბილია ღვინო, მაგალითად სადესერტო, მით უფრო დიდხანს ინარჩუნებს გემოს გახსნის შემდეგ.

შემაგრებული ღვინოებისთვისაც იგივე წესები მოქმედებს: უმჯობესია მათი შენახვა მაცივარში.


რატომ ფუჭდება ღვინო?

გახსნის შემდეგ ღვინო შეიძლება გაფუჭდეს ორი ძირითადი მიზეზით.

  1. ძმარმჟავა ბაქტერიები ღვინოში არსებულ ალკოჰოლს აქცევენ აცეტალდეჰიდად და ძმარმჟავად. შედეგად, ღვინოს უჩნდება მკვეთრი, ძმრის მსგავსი სუნი.
  2. ღვინო იჟანგება, რის გამოც უჩნდება გახეხილი ვაშლის გემო, რაც აქრობს მის სიახლეს და ხალასი ხილის არომატებს.

ეს ორივე ქიმიური პროცესია, შესაბამისად, რაც უფრო დაბალ ტემპერატურაზე შეინახავთ ღვინოს, მით უფრო ნელა მოხდება ეს ცვლილებები.


სპეციალური კონტეინერები

"Bag-in-a-Box" ღვინო
2–3 კვირა მაცივარში (როგორც წითელი, ასევე, თეთრი ღვინო)
"Bag-in-a-Box" ღვინოები ძალიან მოსახერხებელია სწრაფი მოხმარებისთვის, რადგან აღნიშნულ ჭურჭელში ღვინო ჰერმეტულადაა შენახული. თუმცა, ამ ტიპის შეფუთვაში ღვინოები არ უნდა შეინახოთ ერთ თვეზე მეტხანს, რადგან პლასტმასის კონტეინერში შენახული საკვების მიმართ გარკვეული რეგულაციები არსებობს.

 

a.charkviani

Items have been added to cart.
One or more items could not be added to cart due to certain restrictions.
კალათში დამატებულია
Your cart has item(s).
- ამ პროდუქტების კალათში დამატება ახლა შეუძლებელია. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით
რაოდენობა განახლებულია
- შეცდომა, გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.
კალათიდან ამოშლა
- პროდუქტი კალათიდან ამ დროისთვის ვერ წაიშლება. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.