Englishქართული

ღვინის შაბათი 

a.charkviani
29.04.24 11:37 AM Comment(s)

27 აპრილს ჯი-თი ვინეას შოურუმში გაიმართა ღვინის გამოფენა-გაყიდვა, სახელწოდებით „ღვინის შაბათი“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 27-მა მცირე მარანმა. გამოფენა შეიძენს სისტემატურ ხასიათს და გაიმართება ორ თვეში ერთხელ. ეს არის მცირე მარნების მხარდამჭერი კამპანია და ემსახურება მათი ცნობადობის გაზრდას.  ფესტივალში მონაწილეობა უფასოა, როგორც მარნებისთვის, ასევე, ვიზიტორებისთვის.

გამოფენა-გაყიდვის მიზნებია:

- მცირე მარნების პოპულარიზაციის და განვითარების ხელშეწყობა;
- ღვინის მოყვარულებისთვის და ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის ახალი, მიმზიდველი სივრცის გაჩენა;
- ნაკლებად ცნობილი და იშვიათი ღვინოების დაგემოვნება;
- მწარმოებლებთან უშუალო კომუნიკაციის დამყარება და ტექნოლოგიის დეტალური გაცნობა.
- ღვინის შეძენა საწარმოო ღირებულებით;

27 აპრილის გამოფენაში მონაწილეობა მიიღო შემდეგმა მარნებმა:

1.⁠ ⁠აგიდელა
2.⁠ ⁠ნაფერი
3.⁠ ⁠ნანატრი
4.⁠ ⁠ჭალელი
5.⁠ ⁠შეთეს მარანი
6.⁠ ⁠ზოდი
7.⁠ ⁠ჯორჯინო
8.⁠ ⁠ენოვანი
9.⁠ ⁠ორკოლი
10.⁠ ⁠ხაშმი ჰილს
11.⁠ ⁠სოლომონე
12.⁠ ⁠ანტოს ღვინოები
13.⁠ ⁠ნიკიფორე
14.⁠ ⁠შათირიშვილის მეღვინეობა
15.⁠ ⁠Spring Fields
16.⁠ ⁠ამბაკო
17.⁠ ⁠ამბრა
18.⁠ ⁠დამილიე
19.⁠ ⁠შეთეს მეღვინეობა
20.⁠ ⁠შატო ატენი
21.⁠ ⁠ატენის ტერასები
22.⁠ ⁠მოსავალი პირველი
23.⁠ ⁠ორილო
24.⁠ ⁠ჩალაბრიანი
25.⁠ ⁠გიორგი რევაზიშვილის მარანი
26. ნინო მერის მარანი
27. შაქრიანი ისთეითი

გამოფენას ესტუმრნენ ქართველი და უცხოელი ვიზიტორები, რომლებმაც დააგემოვნეს არაერთი იშვიათი და გამორჩეული ქართული ღვინო.

მეღვინეებმა წარმოადგინეს ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭის და ლეჩხუმის ჯიშები. ტრადიციული ღვინოების გარდა, ვიზიტორებმა დააგემოვნეს მაყვლის და ალუბლის სადესერტო შემაგრებული ღვინოები. ასევე, ვიხილეთ არაერთი გამორჩეული პეტ ნატი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს დღევანდელ ღვინის მოყვარულებში. მაღალალკოჰოლური სასმელების გულშემატკივრებისთვის რამდენიმე მარანმა წარადგინა ჭაჭა.

გამოფენამ გვაჩვენა, რომ თანამედროვე მეღვინეები არ უშინდებიან ექსპერიმენტებს და ტრადიციებთან ერთად, ცდიან ევროპულ ჯიშებსა თუ ტექნოლოგიებს. კაბერნე სოვინიონი, სოვინიონ ბლანი, შარდონე, მუსკატი, ეს მცირე ჩამონათვალია იმ ევროპული ჯიშებისა, რომლებზეც მუშაობენ მეღვინეები ქართულ ჯიშებთან ერთად.

განსაკუთრებით სასიხარულოა იმერული ჯიშების პოპულარიზაცია. აპრილის ცხელ დღეს გამორჩეულად მოუხდა მაღალმჟავიანი, ციცნცხალი და ხალასი ციცქა-ცოლიკაური-კრახუნას მოდიფიკაციები. დიდი მოწონება დაიმსახურა იმერულმა პეტ ნატებმა, რადგან აღნიშნული ჯიშები უდავოდ იდეალურია ცქრიალა ღვინომასალისთვის.

იმერულის გარდა, წარმოდგენილი იყო ლეჩხუმური წარმოშობის ცოლიკაური, რომელიც ბუნებრივი მჟავიანობით და მინერალური ტონებით იდეალური არჩევანია კლასიკური ღვინის მოყვარულებისთვის.

ასევე, დიდი პოპულარობა მოიპოვა მშრალი ტექნოლოგიით დაყენებულმა რაჭულმა ჯიშებმა - ალექსანდროულმა და მუჯურეთულმა, რომლებიც, რამდენიმე წლის წინ, მხოლოდ ბუნებრივად ნახევრად-ტკბილი ხვანჭკარას ღვინომასალად მოიაზრებოდა. რაჭული ჯიშებიდან ყურადღება მიიბყრო რაჭულმა თეთრამ, რომლის დაგემოვნებაც შედარებით იშვიათი სიამოვნებაა მცირედგავრცელებულობის გამო.

ქართლის ჯიშები გამოირჩეოდა ჰარმონიულობით და ბალანსით. მეღვინეებმა შემოგვთავაზეს როზე და მსუბუქი წითელი ღვინოები კლასიკურად დაყენებულ თეთრ და ცქრიალა ღვინოებთან ერთად. ქართლის მეღვინეობა ყოველწლიურად იხვეწება და გვთავაზობს უამრავ ახალ და ჯერ კიდევ აუთვისებელ მიმართულებას.

რაც შეეხება კახეთს, ლიდერია მაღალსხეულიან და ტანინიან ღვინოებში. ძლიერი ქვევრის ღვინის მოყვარულებმა არაერთი შესანიშნავი პროდუქტი დააგემოვნეს გამოფენაზე.

ჯი-თი ვინეას გუნდი მალე დააანონსებს მომავალ გამოფენა-გაყიდვას, რომელიც გაიმართება ორ თვეში, იმავე ადგიილას: დავით აღმაშენებლის ხეივანი, 222. დიდი სიხარულით ველით ახალ სტუმრებს და ვპირდებით საუკეთესო ღვინოების მრავალფეროვან არჩევანს.

a.charkviani

Items have been added to cart.
One or more items could not be added to cart due to certain restrictions.
კალათში დამატებულია
Your cart has item(s).
- ამ პროდუქტების კალათში დამატება ახლა შეუძლებელია. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით
რაოდენობა განახლებულია
- შეცდომა, გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.
კალათიდან ამოშლა
- პროდუქტი კალათიდან ამ დროისთვის ვერ წაიშლება. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.