
Blastosel VS - აქტიური მშრალი საფუარი
უკან არ მიიღება
GEL340.00
BLASTOSEL VS-ი ყველა თავისი მახასიათებლით იდეალურია წითელი და ვარდისფერი ღვინოებისათვის, სადაც ცოცხალ, ინტენსიურ შეფერილობას თან ახლავს ხილის ნოტები, რაც ძირითადად დამახასიათებელია ახალგაზრდა, სწრაფი მოხმარების ღვინოებისათვის. ალკოჰოლის დიდი რაოდენობით წარმოქმნის უნარის გათვალისწინებით, იგი შესანიშნავია მაღალალკოჰოლური ღვინოების წარმოებისთვისაც. BLASTOSEL VS-ი ასევე შესაფერისია შეფერხებული დუღილის გამოსწორებისა და შეჩერებული დუღილის განახლებისათვის. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ღვინოში ალკოჰოლის რაოდენობა უკვე დიდია.
დანიშნულება: წითელი, ვარდისფერი და თეთრი ღვინოების წარმოება, შეფერხებული შეჩერებული დუღილის აქტივაცია.
შემადგენლობა: Saccharomyces cerevisiae r.f. bayanus.
დოზა: 15-25გ/ჰლ ნორმალურ პირობებში; 30-40გ/ჰლ: ძალზედ რთულ პირობებში.
შეფუთვა: 0.5 კგ.
აირჩიეთ რაოდენობა