Englishქართული
Ecobiol Safety - საფუვრის საკვები, დეტოქს თვისებებით, ალკოჰოლური დუღილის ბოლო სტადიაზე დასამატებლად

Ecobiol Safety - საფუვრის საკვები, დეტოქს თვისებებით, ალკოჰოლური დუღილის ბოლო სტადიაზე დასამატებლად

უკან არ მიიღება
GEL105.00 - GEL1,575.00
Ecobiol Safety-ი წარმოადგენს 100%-ით ორგანულ საკვებს ამინური აზოტით (საფუვრისთვის ყველაზე ადვილად ასიმილირებადი აზოტი), მდიდარ საფუვრის უჯრედის შიგთავსს და უჯრედის კედლებს, რომლებსაც აქვთ დუღილის დროს წარმოქმნილი ტოქსინების შეწოვის უნარი. ECOBIOL SAFETY ერთის მხრივ აჩქარებს საფუვრის უჯრედთა გამრავლებას - ეხმარება რა მათ შაქრის დაშლის გააქტივებაში შეფერხებული/შეჩერებული დუღილის შემთხვევაში. მეორე მხრივ, ამცირებს საფუვრის სტრესს, გამოწვეულს ალკოჰოლური დუღილისას დაგროვებული ტოქსიკური ნივთიერებების მხრიდან. ECOBIOL SAFETY შეიცავს საფუვრის უჯრედის კედლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დუღილისას წარმოქმნილი დიდი რაოდენობით ცხიმოვანი მჟავების შეწოვაზე, რაც ამცირებს ცხიმოვანის მჟავების ტოქსიკურ მოქმედებას საფუვრის ცოცხალ უჯრედებზე.

შემადგენლობა: საფუვრის ავტოლიზატი (უჯრედის შიგთავსი), საფუვრის უჯრედის კედელი.

ძირითადი დანიშნულება: საფუვრის საკვებით უზრუნველყოფა დუღილის ბოლოო სტადიაზე (2/3 ეტაპზე) და დუღილის პროცესში წარმოქმნილი ტოქსიკური ნაერთების შეწოვა.

დოზა: 20-40 გ/ჰლ, გარემოებიდან გამომდინარე, როდესაც დუღილის 2/3 ეტაპზე, ტკბილის სიმკვრივე 1020-1010-ია; 20 გ/ჰლ თუ სიტუაცია გართულებულია და 40 გ/ჰლ, თუ ალკოჰოლური დუღლილის ინტენსივობა იკლებს.

ლეგალური ზღვარი: 65გ/ჰლ.
შეფუთვა
აირჩიეთ რაოდენობა
+ კალათში დამატება
Items have been added to cart.
One or more items could not be added to cart due to certain restrictions.
კალათში დამატებულია
Your cart has item(s).
- ამ პროდუქტების კალათში დამატება ახლა შეუძლებელია. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით
რაოდენობა განახლებულია
- შეცდომა, გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.
კალათიდან ამოშლა
- პროდუქტი კალათიდან ამ დროისთვის ვერ წაიშლება. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.